საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეიოფის პირველ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ატარებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აღნიშნულ ეტაპზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს და აქამდე სპორტული შედეგებით ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება არასდროს მოუპოვებია. პლეიოფის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გუნდი მომავალ წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მიიღებს. როგორ ემზადება ჩვენი გუნდი აღნიშნული დაპირისპირებისთვის და რას აცხადებს 21-წლამდე ნაკრების თავკაცი, რამაზ სვანაძე, ამას ცოტნე შაორშაძე გვეტყვის.