დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თავის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად, თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა - Palitra News

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თავის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად, თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა

2024-11-14 21:19:01+04:00

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თავის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად, თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა. ბილიკი ბააზოვის ქუჩას და თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტერს აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ლითონის კონსტრუქციის კიბე, მოაჯირები და განათების სისტემა, ასევე დამონტაჟდა კამერები. თბილისის პანორამული ხედის უკეთ დასათვალიერებლად და მოსასვენებლად ადგილზე მოეწყო ტერასები საქანელა სკამებით. პროექტის ღირებულება ჯამში 1 388 000 ლარს შეადგენს.