14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა - მიხეილ სარჯველაძე გორში, კლინიკა ,,მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა - Palitra News

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა - მიხეილ სარჯველაძე გორში, კლინიკა ,,მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა

2024-11-14 21:16:50+04:00

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, გორში, კლინიკა ,,მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა.

მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. მინისტრმა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.