გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს.
როგორც მან აღნიშნა, მართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საზოგადოებას მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პირდებოდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წოდებულმა პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. 15 ნოემბერს კი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ ე.წოდებული კანონპროექტის რატიფიცირება არის დაგეგმილი. ამ საკითხის გარშემო აფხაზურ საზოგადოებაში კვლავ უთანხმოებაა.