საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა - Palitra News

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

2024-11-14 21:08:07+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა.

კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა. მომჩივანი მხარე შეკრებისა, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების დარღვევებზე დავობს.