ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები „რადვანის“ ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები იყვნენ, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებსა და სანაპირო ზონაში ოპერაციებზე პასუხს აგებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასულ კვირას თვითმფრინავებმა „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, რომელთაც „ჰეზბოლა“ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად იყენებდა.