ანალიტიკური პროექტის, დიფ სთეითის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ. არსებული ცნობებით, ადგილზე საოკუპაციო ძალების ტექნიკის ორი კოლონა შევიდა, რომლის ნაწილიც უკრაინის ძალებმა გაანადგურეს. როგორც დიფ სთეითი, აღნიშნავს, რუსულმა მხარემ დამატებითი ძალების გაგზავნა სცადა, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტერზე დარტყმა განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში დასახლება ილინკას დაკავების შესახებაც.