საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს. წლის ბოლო საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.