პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, მართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად პირდებოდა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. 15 ნოემბერს კი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციაა დაგეგმილი.