თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ძალაში დატოვების გადაწყვეტილებას მოსარჩელე მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" და "ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია მეორე ინტანციის სასამართლოთვის მიმართვას დღეს 18 საათამდე აპირებს. მოსამართლე ივერი აბაშიძემ 13 საათიანი სხდომის შედეგად სამი სარჩელი ერთ დავად განიხილა და საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილების მოითხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეები პოლიტიზირებული მმართლმსაჯულების სისტემის პრობლემაზე საუბრობენ.