როგორც ევროპალამენტის გუშინდელმა დებატებმა აჩვენა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტუმურობასთან დაკავშირებით კონსესუსი არც ევროპარლამენტში არსებობს. 13 ნოემბერს გამართულ დისკუსიაზე ევროპელი ლიდერების ნაწილმა 26 ოქტომბრის არჩევნებს დემოკრატიული უწოდა, ნაწილმა კი საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა და არც ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პერსონალური სანქციები გამორიცხა. ქართული ოპოზიური ფლანგი დარწმუნებულია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტს საერთაშორისო აღიარება არ ექნება. ქართული ოცნება კი ევროპალრმანეტს უსამართლო კრიტიკასა და მუქარაში ადანაშაულებს.