14 ათასამდე ადამიანმა დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა. ჯამში გაცემულია 53 მლნ ლარზე მეტი. ოქტომბრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანია. საპენსიო სააგენტოს ცნობით, ამ წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 13 879-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 53 მილიონ 300 ათასი ლარი. სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების ღირებულება, 5 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა მილიარდ 35 მილიონ ლარს გადააჭარბა.