მეორადი საბურავების, ჯართის, ჯართად ქცეული მანქანების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების და რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება და 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2026 წლის 1-ელ იანვარს შევა ძალაში. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული წესისთვის ეკონომიკური სექტორი მზად არ არის, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პრობლემა სახეზეა და არის შემთხვევები, როცა მეორადი საბურავები საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებშია დასაწყობებული. კალაძემ შესაბამის პირებს დაავალა, გადაწყვიტონ, ზუსტად როდის უნდა დაიწყოს ამ წესის ამოქმედებდა და რეკომენდაცია გასცა, რომ ეს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა მოხდეს. საუბარია დადგენილებაზე, რომელიც 2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დაამტკიცა და ითვალისწინებს, მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების და რეალიზაციის ახალ წესს. ამ წესის შესაბამისად გაიწერა რეგლამენტი, კერძოდ, ის ადგილები, სადაც მსგავსი ტიპის საქმიანობა, პროდუქციის განთავსება და რეალიზაცია საერთოდ დაუშვებელია. ასევე, განსაზღვრა ის ტექნიკური რეგლამენტი, სადაც ეს დასაშვებია, თუ როგორ უნდა მოხდეს და რა ზომები უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს მათთვი უსაფრთხო ცხოვრების პირობები. ახალი წესის ამოქმედებამდე მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა აღწეროს ის ობიექტები და თითოეული მეწარმე-სუბიექტი, რომელიც დაკავებულია ზემოთჩამოთვლილი საქმიანობით, რათამოხდეს მათი ინფორმრირება და განემარტოდ ვის რა ღონისძიებების გატარება მოუწევს.