მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 390 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 6,7%-იანი ზრდაა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი. ამავე კვლევის მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში, ანუ მიმდინარე წლის ათ თვეში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3 მილიარდ 900 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან 6.5%-ით. ნავარაუდევია, რომ წლის ბოლოს შემოსავალი 4.4 მლრდ დოლარს მიაღწევს, შარშან ეს მაჩვენებელი 4,1 მილიარდი დოლარი იყო.