ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაცია „ქართული ღვინის“ მხარდაჭერით, იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი უძღვებოდა. მერანოს ღვინის ფესტივალს 33-წლიანი ისტორია აქვს. 2022 წელს, სწორედ მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იტალიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა.