ოპოზიციისა და არასამთავრებო ორგანიზაციის მორიგი დაუკმაყოფილებელი სარჩელები. თბილისის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ძალაში დატოვა და მათი გაბათილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე მხარე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" და "ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია სასამართლოს ქართული ოცნების ინტერესების გათვალისწინებაში ადანაშაულებს. მოსამართლე ივერი აბაშიძემ პროცესზე მოსარჩელე მხარის მხრიდან დაყენებული 11 შუამდგომლობიდან არცერთი დააკმაყოფილა.