საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ მოსაზრებები საქართველოს მსგავსად ევროპარლამენტშიც ორად გაიყო. 13 ნოემბერს გამართულ დისკუსიაზე ევროპელი ლიდერების ნაწილმა ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიული უწოდა, ნაწილმა კი საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა. ახლა საინტერესოა რა ნაბიჯებს გადადგმას საქართველოსთან მიმართებაში ევროპული გაერთიანება, რომლის შიგნით ევროაპრლამენტარებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს.