დონალდ ტრამპი - ეჭვი მაქვს, რომ კენჭს აღარ ვიყრი, თუ თქვენ არ იტყვით, „ის იმდენად კარგია, რომ ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ" - Palitra News

დონალდ ტრამპი - ეჭვი მაქვს, რომ კენჭს აღარ ვიყრი, თუ თქვენ არ იტყვით, „ის იმდენად კარგია, რომ ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ"

2024-11-14 10:26:12+04:00

ეჭვი მაქვს, რომ კენჭს აღარ ვიყრი, თუ თქვენ არ იტყვით, „ის იმდენად კარგია, რომ ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ“, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელ“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ეჭვი მაქვს, რომ კენჭს აღარ ვიყრი, თუ თქვენ არ იტყვით, „ის იმდენად კარგია, რომ ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. დონალდ ტრამპის ცნობით, ჯო ბაიდენთან უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის საკითხები განიხილა.