მათივე ინფორმაციით, თუ სასამართლო ბრალდების მხარეს დაეთანხმება, 56 წლის ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.
პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 300 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმასაც ითხოვს.
პოლიტიკოსმა ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურატურას სურს ფრანგებს მათთვის სასურველი პოლიტიკოსისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ჩამოართვას.
„აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ მე ჩავიდინე თუნდაც მცირე დარღვევა ან თუნდაც მცირე უკანონო ქმედება“, - აღნიშნა მარინ ლე პენიმ.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენისა და მისი თანაპარტიელების წინააღმდეგ სასამართლო მოსმენა 30 სექტემბერს დაიწყო. მათ ბრალად ედებათ ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში და ევროპარლამენტის წევრების ასისტენტების ფიქტიური დაქირავებით პარტიის ფარულად დაფინანსებაში.