აშშ-ის ამჟამინდელი და მომავალი პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც დონალდ ტრამპმა მოგვიანებით მედიასთან საუბრისას განაცხადა, მხარეებმა ინაუგურაციამდე კიდევ ერთხელ შეხვედრა დაგეგმეს. არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები და უკრაინაში მიმდინარე ომი. „ოვალური კაბინეტი მშვენიერია და მოუთმენლად ველი იქ დაბრუნებას“, – აღნიშნა ტრამპმა.