ესპანეთში, ვალენსიაში, ძლიერი წვიმების გამო დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანი ევაკუირებულია - Palitra News

ესპანეთში, ვალენსიაში, ძლიერი წვიმების გამო დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

2024-11-14 09:30:54+04:00

ესპანეთში, ვალენსიაში, ძლიერი წვიმების გამო დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა წითელი განგაშის დონე გამოაცხადა სამხრეთით მდებარე მალაგასა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კატალონიის რეგიონში. ანდალუსიისა და კატალონიის რეგიონულმა მთავრობებმა მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე გაფრთხილებები გაუგზავნეს. წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 89 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.