რუსეთის გენერალური პროკურატურა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმეებს განიხილავს. რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების - ლადო გამსახურდიასა და ქართლოს რუსიტაშვილის - წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “პროკურატურა” განიხილავს. რუსეთის გენპროკურატურა ქართველ მებრძოლებს “დაქირავებულ მებრძოლებად” მოიხსენიებს. მათი ცნობით, გამსახურდია და რუსიტაშვილი 2022 წლიდან 2024 წლამდე ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ “ქართულ ეროვნულ ლეგიონში” როგორც “დაქირავებული მებრძოლები” და საბრძოლო ქმედებებში უკრაინის მხარეს იღებდნენ მონაწილეობას. რუსეთის გენპროკურატურა გამსახურდიას “დაქირავებული მებრძოლების” რეკრუტირებასა და მომზადებაშიც ადანაშაულებს.