ორბელიანების სასახლეში შეხვედრები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილს ამჯერად ცესკოს ოპოზიციონერი წევრები შეხვდნენ. დახურულ კარს მიღმა საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნებსა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებას შეეხებოდა. ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა პრეზიდენტს განუმარტეს, რომ ისინი არ იყვნენ ჩართული ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საქმიანობაში, რომელიც არჩევნების მომზადებას და შემდეგ შეჯამებას უკავშირდებოდა. პრეზიდენტისა და ცესკოს ოპოზიციონერი წევრების შეხვედრა მმარატველი პარტიის მხრიდან კრიტიკის საფუძველი კიდევ ერთხელ გახდა. ამბობენ რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე ოპოზიციის შტაბად გადააქცია.