თბილისის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2024-11-14 09:26:44+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ივერი აბაშიძემ გადაწყვეტილება 13 საათიანი სხდომის შემდეგ, ნახევარ საათში გამოაცხადა. საქმეს სამი მოსარჩელე ჰყავს: "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" და "ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია. მათი სარჩელები საქალაქო სასამართლოში ცალ-ცალკე შევიდა, თუმცა პირველმა ინსტანციამ საარჩევნო დავების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. მოსარჩელე მხარე სასამართლოს ქართული ოცნების ინტერესების გათვალისწინებაში ადანაშაულებს.