ევროპარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დებატებისას ევროპალამენტარებმა ქართული ოცნება კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. ევროპელმა ლიდერებმა მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებაში, ქევყანაში პრორურული პოლიტიკის გატარებასა და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლაში დაადანაშაულეს. როგორც გუშინდელი განცხადებებიდან ირკვევა, ევროკავშირი 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების აღიარებას არ აპირებს და ქართულ ოცნებას საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო გამოძიებისკენ მოუწოდებს. წიინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული გაერთიანება საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიმართ ინდივიდუალურ სანქციებს, ევროპული დაფინანსების გაყინვასა და ვიზალიბერალიზაციის გადახედვას არ გამორიცხავს.