გიორგი მარგველაშვილი - როდესაც პოლიტიკოსები ამდენს უჯერებენ იურისტებს, დიდი შეცდომაა, ჯობია პოლიტიკოსმა პირდაპირი განცხადება გააკეთოს, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - Palitra News

გიორგი მარგველაშვილი - როდესაც პოლიტიკოსები ამდენს უჯერებენ იურისტებს, დიდი შეცდომაა, ჯობია პოლიტიკოსმა პირდაპირი განცხადება გააკეთოს, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“

2024-11-13 22:05:03+04:00

როდესაც პოლიტიკოსები ამდენს უჯერებენ იურისტებს და ამდენს ფიქრობენ სამართლის ნაწილზე, ძალიან დიდი შეცდომაა, ხშირად, ჯობია, პოლიტიკოსმა გააკეთოს პირდაპირი განცხადება, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, პირდაპირი განცხადება უფრო გასაგებია ხალხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ პარლამენტში არ შესვლასა და სიების ჩახსნის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს.