კახა კალაძის ინფორმაციით, სპორტის სასახლის შენობა მუნიციპალური საწარმოს საკუთრებაა, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია „ლოჯიკ გრუპისთვის“. თბილისის მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში სპორტის სასახლეს სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდება. იგეგმება გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენაც.