დელეგაციის წევრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ, მათ შორის სტუმრებმა საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც ფეხბურთის ფედერაციის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ფიფა-ს პროგრამის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ამის შემდეგ სტუმრებმმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლეს.