თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიებისა და საია-ს სარჩელების განხილვა გრძელდება. სხდომათა დარბაზში რამდენჯერმე იყო სიტყვიერი დაპირისპირება.
ამის მიზეზი მოსამართლის განცხადებები გახდა - მან ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „ძლიერი საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და საია საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგების გაუქმებას ითხოვენ.