სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგან იმის შეფასება მოისმინა, თუ როგორ ხედავენ მოვლენების განვითარების სცენარს. აქტივისტებთან შეხვედრამდე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიიის ოპოზიციონერი წევრებსაც უმასპინძლა. მათ სალომე ზურაბიშვილს ის ფაქტები გააცნეს, რომელიც, მათი შეხედულებით, არჩევნების გაყალბებას უტყუარად ამტკიცებს.