ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პარლამენტი 15 ნოემბერს მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციაზე იმსჯელებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მარიონეტული რეჟიმის მიერ მიღებული და დაინიცირებული კანონების საფრთხეებზე და რისკებზე საუბრობს. ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში, ვითარების გამწვავებას არ გამორიცხავს. ნინო დავითაძე ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს.