როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა განუცხადეს, პრეზიდენტს იმ ინფორმაციას მიაწვდიან, რომელიც დარღვევებს და არასამართლიან გადაწყვეტილებების ეხება, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო, რამაც მათი მტკიცებით, „არჩევნების გაყალბება და მიტაცება გამოიწვია“.
ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განმარტებით, ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია, რომ ის ინფორმირებული იყოს ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან.
„ცესკოს ოპოზიციონერი წევრების სურვილი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს შევხვედროდით, როგორც ერთადერთ დარჩენილ ინსტიტუტს ამ ქვეყანაში. 26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული და არჩევნები ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა, შესაბამისად, არალეგიტიმურია. ამის შესახებ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.