ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან და არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შეხვედრებს მართავს საქართველოში ევროკავშირის ელჩიც. პაველ ჰერჩინსკი ამჯერად მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საკითხის თაობაზე უკვე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაჟღერებულ ბოლოდროინდელ გზავნილებზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ „ქართულ ოცნებაში“.