თინა ბოკუჩავა - ცესკო-მ არჩევნების წინა დღეს უკანონოდ ჩაანაცვლა „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით, რითაც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ - Palitra News

თინა ბოკუჩავა - ცესკო-მ არჩევნების წინა დღეს უკანონოდ ჩაანაცვლა „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით, რითაც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ

2024-11-13 15:25:13+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება, რითაც მხარეები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ითხოვენ. მოსარჩელე მხარეების მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენებისა და ჩარჩო კონვერტის ფორმა ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის ფარულობას ვერ უზრუნველყოფდა. ცარო კირვალიძე იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ვრთავთ.