"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება ძალაშია - მმართველი პარტია არ გამორიცხავს ოპოზიციის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს. უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, ყველაფერი ოპოზიციის ქმედებებზეა დამოკიდებული. კანონმდებლობით, პროცესის დასაწყებად პარლამენტის მინიმუმ 30 დეპუტატის ხმაც საკმაირისია. ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების გაუქმებას ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს. ქართული ოცნების ოპონენტები კი მმართველი პარტიის მუქარაზე საუბრობენ.