შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან - Palitra News

შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან

2024-11-13 14:49:00+04:00

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და ისინი ამ წუთებში მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან.

ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში.

მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც. ხატია დეკანოიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს.

მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.