„მას ნორმების სჯერა, მას ჩვენი ინსტიტუტების სჯერა, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა“, - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ,ჯო ბაიდენსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ადგილობრივი 11:00 საათზე დაიწყება.