ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასი ათას მოწამეს იხსენიებს. ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია, სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. უარის გამო იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. გადმოცემის თანახმად, ჯალალედინის ბრძანებით ამ დღეს 100 ათასი ქართველი სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა.