ორი ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავს, რათა რეგისტრაციაში სია არ გატარდეს და უფლებამოსილების საკითხი პარლამენტს განსახილველად არ გადაეცეს. საარჩევნო სიის გაუქმების მომხრეა კოალიცია „ძლიერი საქართველოც“. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილის აკრიტიკებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები. მათი თქმით, არ შეუერთდებიან ინიციატივას, რომელის შესრულებაც კანონმდებლობით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე შეუძლებელია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავლად „ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ სიების ჩახსნა პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ შეძლებს.