საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვის პროცესი დაიწყო. მოსამართლე ივერი აბაშიძეა. განიხილება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და არასამთავრებო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამი გაერთიანებული სარჩელი. სხდომას ესწრებიან საოლქო კომისიების წარმომადგენლებიც. მოსარჩელეები ცესკოს ადმინისტრაციული აქტების (საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების) ბათილად ცნობას მოითხოვენ.