Reuters-ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ აშშ-მა სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების იარაღის საწყობებს დაარტყა - Palitra News

Reuters-ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ აშშ-მა სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების იარაღის საწყობებს დაარტყა

2024-11-13 10:22:25+04:00

აშშ-მა სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების იარაღის საწყობებს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს დარტყმები შადადის საპატრულო ბაზაზე განთავსებულ ამერიკელ პერსონალზე სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა“, - ნათქვამია აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

აშშ-ის არმიის ცნობით, თავდასხმის შედეგად აშშ-ის ობიექტები და სამხედროები არ დაშავებულან.