ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში, აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება.
შეგახსენებთ, ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას რამდენიმე ფრანგულ Mirage 2000-5 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდნენ და 4 500 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებდნენ.