აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ ერთი თვით ჰაიტიზე ყველა ფრენა შეაჩერა. გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის ავიაკომპანიების ორი თვითმფრინავი ჰაიტის დედაქალაქზე გადაფრენისას სროლის გამო დაზიანდა. როგორც „სიენენი“ წერს, სფირით ეარლაინის თვითმფრინავს ჰაიტის დედაქალაქში, დაშვებისას ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად ეკიპაჟის ერთმა წევრმა „მსუბუქი დაზიანებები“ მიიღო. მოგვიანებით ავიაკომპანია ჯეთბლუმ განაცხადა, რომ ნიუ იორკში ფრენისშემდგომი შემოწმებისას ერთ-ერთ თვითმფრინავზე, რომელიც ჰაიტიდან დაბრუნდა, ტყვიით მიყენებული დაზიანება აღმოჩნდა. ჰაიტის ხელისუფლებამ ერთი კვირის ვადით ფრენები უკვე შეაჩერა ჰაიტის დედაქალაქშიც.