26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გზავნილები არ წყდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დასავლელი პარტნიორები ქართული ოცნების მიმართ ბევრად უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები სანქციების მორიგი ეტაპის დაწესებასაც არ გამორიცხავენ . მოსაზრებას იზიარებენ ექსპერტებიც. მათი განცხადებით,ქართული ოცნების ქმედებები ქვეყანას მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.