მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე მაინც საუბრობს. კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვის პროცესის წამოწყება შეუძლია მთავრობას და პარლამენტის მინიმუმ 30 დეპუტატსაც. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საკუთარი წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა კი დამოკიდებულია ოპონენტების ქმედებებზე. ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები არაფრის მომცემია თავად ოპონენტებისთვის. მათი განცხადებით, მმართველ გუნდს ახლა მუქარის შემცველი განცხადებების გარდა სხვა აღარაფერი გააჩნია.