ორი ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავს, რათა რეგისტრაციაში სია არ გატარდეს და უფლებამოსილების საკითხი პარლამენტს განსახილველად არ გადაეცეს. საარჩევნო სიის გაუქმების მომხრეა კოალიცია „ძლიერი საქართველოც“. მათი თქმით, კოალიციის წევრებმა უკვე დიდი ხანია მანდატებზე უარი თქვეს . ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილის ინიციატივას პოპულისტურს უწოდებენ გახარია საქართველოსთვის წევრები. ისინი მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინისჭებას არ აპირებენ, თუმცა სიების ჩახსნის მოთხოვნით არც ცესკოსთვის მიმართვას გეგმავენ, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ცესკო კი ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ქმედებებს აფასებენ პოლიტიკის ექსპერტებიც. მათი მოსაზრებით ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება ქართული ოცნებისთვის არაფერს შეცვლის.