სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს - Palitra News

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2024-11-12 21:38:25+04:00

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 600 გრძივ მეტრზე ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოები 2025 წლის აპრილში დასრულდება.