„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ - Palitra News

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ

2024-11-12 21:19:48+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. ორი ოპოზიციური კოალიცია ცესკოს მიმართავს, რათა რეგისტრაციაში სია არ გატარდეს და უფლებამოსილების საკითხი პარლამენტს განსახილველად არ გადაეცეს.

საარჩევნო სიის გაუქმების მომხრეა კოალიცია „ძლიერი საქართველოც“, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ პარტია ”გახარია საქართველოსთვის“ წევრებს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ საარჩევნო ადმინისტრაციაშიც. რა განცხადებები კეთდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან და რას პასუხობენ ცესკოში ოპოზიციის ნაწილის აღნიშნულ მოთხოვნას, ამ თემაზე უფრო მეტ დეტალს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.