„ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, თბილისი-მილანის რეისი თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, თვითმფრინავს ნავიგაციასა და ბორტს შორის ხარვეზი დაუფიქსირდა, რის გამოც მას თბილისის აეროპორტში დაბრუნება მოუწია. „ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს შეასრულებს.