ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვემო და ზემო გუმისთის ორი ხიდი კვლავ გადაკეტილია. ამ დროისთვის ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა მხოლოდ კოდორის ხიდის განბლოკვა მოახერხეს.
მოთხოვნები უცვლელია - მხარდამჭერები დაკავებული ოპოზოციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვენ. ეოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. ე.წ ოპოზიცია კანონს აკრიტიკებს, რადგან მიაჩნია, რომ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმება ოკუპირებული აფხაზეთისთვის საზიანო იქნება. რა ვითარება ამ დროისთვის ადგილზე და გაათავისუფლეს თუ არა დაკავებულები?